26 ოქტომბერს მათ საქართველოს ამომრჩეველთა მწარე განაჩენი ელოდებათ – გია აბაშიძე ოპოზიციაზე

ნაცოპოზიციის განშტოებები ე.წ. პროდასავლურ ცენტრებს კი არ ქმნიან, არამედ ზნედაცემულ, უპრინციპო, არათანმიმდევრულთა, მუდმივად წაგებულთა ხელახალ კავშირებს. ანეკდოტური დიდი სჯა-ბაასი აქვთ ცალ-ცალკე პარტიებად გამოვიდნენ არჩევნებზე თუ ერთიანი სიით – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე ოპოზიციური პარტიების გაერთიანებებთან დაკავშირებით.
„ ნაცოპოზიციის განშტოებები ე.წ. პროდასავლურ ცენტრებს კი არ ქმნიან, არამედ ზნედაცემულ, უპრინციპო, არათანმიმდევრულთა, მუდმივად წაგებულთა ხელახალ კავშირებს. ანეკდოტური დიდი სჯა-ბაასი აქვთ ცალ-ცალკე პარტიებად გამოვიდნენ არჩევნებზე თუ ერთიანი სიით (ეს გამორიცხულია ლუზერი მეგალომანების ამბიციებიდან გამომდინარე). ნაცპერსონაჟებს მათივე მიმდევრები თუ გადაუწყვეტელი ელექტორატის ნაწილი მათსავით ბრიყვი ჰგონიათ. მოკლე მეხსიერების შემთხვევაში, ციფრულ ეპოქაში ვერაფერი იმალება.
შევხედოთ ზოგად ვითარებას სასოწარკვეთილ მარგინალთა პოლიტიკურ ველზე: – ცნობილი საბჭოთა პროკურორის, ანდრეი ვიშინსკის ოროსანი მოწაფე და არა მედიამენეჯერი და ვერანაირად მედასავლეთე, თვალთმაქცურად ცდილობს “ნაცმოძრაობისგან” ვითომ დისტანცირებას და ამასთან, თითქოს არ ჰყავს ბოლო სიტყვებით ნაგინები . ფსევდო-პრეზიდენტი საერთოდ რომელ არაადეკვატურ განზომილებაში მოათავსა აგენტოკრატიამ, თავადაც არ უწყის. რეგიონებში დადის პარტიუგა “ახალი” და ვითომ ხალხოსანია, ამ დროს მშრომელი ხალხი არაერთხელ ჰყავს გალანძღული “ნაცების” ერთ-ერთ თვალსაჩინო ვირთაგვას, ნიკა გვარამიას. რაც მთავარია, მისი გზავნილია – წინასაარჩევნო ერთობა ვერ იქნება გამარჯვების ფორმულა, უნდა იყოს პოსტსაარჩევნო კოალიცია. – კანტორა “ლელოს” “წითელ დირექტორებს”, ხანდაზმულ თაღლითებს ვითომ ეხამუშებათ ჯალათი სააკაშვილის სექტასთან პირდაპირი აფილაცია და მართებულად მიაჩნიათ ისეთი გაერთიანება, რომელსაც მოაქვს სინერგიული ეფექტი, რომელიც ელექტორატის მობილიზაციას შეუწყობს ხელს და არ დააშინებს ამომრჩეველს. – მაზაკვალი გიორგი გახარია კი, უფრო შორს წავიდა და აღნიშნა: ჩვენთვის ყველაზე ახლო პოლიტიკური ძალა “ლელოა“ – ღია ვართ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობისთვის. გამოდის, რომ გახარიას უწინდელი ე.წ. მუქარის წერილი “ლელოსადმი”, მათი შარლატანებად მოხსენიება და საპასუხოდ, “გახარია-თვალთხარია” “მესიჯბოქსი” წარსულს ჩაბარდა. მოკლედ რომ შევაჯამოთ, რადიკალი რევანშისტები ყველაფერზე წამსვლელნი არიან, საკუთარ გადაფურთხებულსაც უყოყმანოდ ალოკავენ, თუ გარედან აქვთ შესაბამისი დავალება. საქმე იმაშია, რომ სულ ტყუილად ხარჯავენ დროს, ენერგიას და ფინანსებს ნაცმარგინალები და მათი უცხოელი მფარველები – 26 ოქტომბერს მათ საქართველოს ამომრჩეველთა მწარე განაჩენი ელოდებათ.“- წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
Previous: შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის პუტინის მონაწილეობა შესაძლებელი იქნებაო. სტოლტენბერგმა კი, არავითარი მოლაპარაკება, ომი გაგრძელდება მანამ, სანამ პუტინი არ დამარცხდებაო- რომელს დავუჯეროთ?