26 ოქტომბრის სთვის მზადების პროცესზე იმსჯელეს ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ში გამართულ შეხვედრაზე

ცენტრალური საარჩევნო კომისიის () თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა 26 ოქტომბრის სთვის განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობები ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო.
შეხვედრა, რომელიც სამუშაო ჯგუფის ფორმატში გაიმართა იმ მნიშვნელოვანი საქმიანობების და სიახლეების გაცნობას ემსახურებოდა, რომელსაც ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად ახორციელებს.
„ცესკოში ჩამოყალიბებული სამუშაო პლატფორმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მივაწოდე ყველა მნიშვნელოვანი სიახლისა თუ საქმიანობის შესახებ, რომელსაც ადმინისტრაცია აქტიურად ახორციელებს ან მომავალში განახორციელებს. 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება, ამიტომ ვფიქრობ არჩევნებში ჩართულ მხარეებს უნდა ჰქონდეთ ამომწურავი და განახლებული ინფორმაცია არჩევნებისთვის მზადების პროცესზე. შეხვედრის განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ და გავცვალეთ მოსაზრებები. აღსანიშნავია, რომ გასული შეხვედრებისას გამოთქმული მოსაზრებებისა და სადამკვირვებლო მისიების რეკომენდაციების უმრავლესობა, საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან გათვალისწინებულია. ამით ვადასტურებთ ჩვენს ღიაობას და ინკლუზიური პროცესის ხელშეწყობას იმისთვის, რომ ჩართულ მხარეებთან აქტიური და ინტენსიური კომუნიკაციით, ერთობლივი ძალებით უზრუნველვყოთ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი არჩევნების ჩატარება“, – აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეხვედრა აქტიური დისკუსიის ფონზე წარიმართა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილეს. ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებისგან სხვადასხვა მიმართულებით გამოთქმული მოსაზრებები და რეკომენდაციები მოისმინეს.
გიორგი კალანდარიშვილმა ასევე დეტალურად ისაუბრა ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული ინფორმირების კამპანიისა და ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების შესახებ, რომელიც ასევე პასუხობს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) რეკომენდაციას საარჩევნო ტექნოლოგიების ეროვნული მასშტაბით ტესტირების შესახებ.
შეხვედრა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ტექნიკური მხარდაჭერით გაიმართა.
სამუშაო პლატფორმის ფარგლებში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები პერიოდულად იმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი მარტა კოსის განცხადებაზე – ევროპულ ბიუროკრატიაში პირდაპირ აღიარეს, რომ ეძებენ შავ არხებს ფულის გადმოსარიცხად, როცა შავ არხებს ეძებ, განზრახვაც შავი გაქვს, სახელმწიფო ბოლომდე ეცდება საკუთარი ინტერესების დაცვას

სწორედ წინა ხელისუფლების პირობებში გააფართოვა რუსეთმა თავისი ტერიტორიული წარმომადგენლობა საქართველოში ტერიტორიების 20 %-ის ოკუპაციის ხარჯზე, მათ შეისყიდეს სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტები, შედეგებით უნდა ვიმსჯელოთ – წინა ხელისუფლების პოლიტიკა იყო სრულად მოღალატეობრივი, ჩვენ – ვიცავთ ეროვნულ ინტერესებს