2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე ზედმეტად გაცემული პენსია, ასევე ზედმეტად გაცემული სახელმწიფო კომპენსაცია და შემწეობა ლეგალიზებულად ჩაითვლება და უკან დაბრუნებას აღარ დაექვემდებარება

2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე ზედმეტად გაცემული პენსია, ასევე ზედმეტად გაცემული სახელმწიფო კომპენსაცია და შემწეობა ლეგალიზებულად ჩაითვლება და უკან დაბრუნებას აღარ დაექვემდებარება. ამასთან ერთად, შეწყდება უკან დაბრუნების საქმეებზე დაწყებული ადმინისტრაციული და სააღსრულებო წარმოებები.

მთავრობის მიერ მომზადებული შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა. საკითხი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ირინე წაქაძემ წარადგინა.

კანონის თანახმად, პენსიის, ისევე როგორც კომპენსაციისა და შემწეობის შეწყვეტის საფუძველია პირის მიერ საჯარო სამსახურში საქმიანობის დაწყება, მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა, გარდაცვალება და სხვა.

როგორც მთავრობა განმარტავს, ხშირია შემთხვევები, როდესაც დადგენილი რეგულაციებიდან გამომდინარე, ინფორმაციის გვიან მოწოდება ხდება და ამის გამო თანხები ზედმეტად გაიცემა.

პარლამენტის მიერ კანონის მიღების შედეგად, ზედმეტად დარიცხული პენსიების შემთხვევაში, შეღავათი 1 685 პენსიონერს/გარდაცვლილის მემკვიდრეს შეეხება, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დასაბრუნებელი თანხის ოდენობა კი, 1 213 804 ლარს შეადგენს.

ზედმეტად გაცემული სახელმწიფო კომპენსაციის ლეგალიზაცია 252 პირს შეეხება, მათ შორის არის 32 პირს, რომელთა მიმართ სასამართლო წარმოება მიმდინარეობს.

რაც შეეხება შემწეობას, სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციის მიხედვით, შეღავათი სოციალური პაკეტის მიმღებ 304 პირს შეეხება, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დასაბრუნებელი თანხის ოდენობა 130 500 ლარია. ასევე შეღავათი შეეხება საარსებო შემწეობის მიმღებ 1 444 პირს/ოჯახს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დასაბრუნებელი თანხის ოდენობა 2 653 678 ლარს შეადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

შმაგი სამხარაძე: ბიძინა ივანიშვილი საკუთარი კომფორტისთვის „ცას კეტავს”, ხოლო ზოგიერთი მიზანმიმართულად ლანძღავს ხალხს.. ეს არის რუსული სპეცსამსახურების ხელწერა ოპოზიციურ ველზე მუშაობისას

ირაკლი ტაბლიაშვილი: ივანიშვილმა ცა ჩაკეტა არა მხოლოდ აბასთუმნის თავზე, არამედ, თბილისი+რუსთავი+მცხეთის ფართობი რომ წარმოიდგინოთ, აი, ამ ფართობის ცა ჩაკეტა! ოპოზიციას რამ ხომ არ უთქვამს ამაზე?

არჩილ გორდულაძე – ოპოზიციისთვის არც „ნეპალის შემოდგომა“ დადგა, არც „უნგრული გაზაფხული“ და არც ნებისმიერი სხვა ქვეყნის ზაფხული და ზამთარი დადგება – განულებულები არიან, არ უსმენენ ხალხს და უსმენენ თავიანთ პატრონებს