2023 წელს 163 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე წავიდა ემიგრაციაში – საქსტატი

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობა 1.1%-ით შემცირდა. 2024 წლის იანვრის მდგომარეობით, ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა ჯამში 3 694.6 ათასი იყო.
ჯამური მოსახლეობის 61% საქალაქო დასახლებებში ცხოვრობს, ხოლო თბილისზე მოსახლეობის მესამედზე მეტი მოდის.
წლევანდელი იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 19.5% -ია, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი [15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი] – 64.3%, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 16.2%.
2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, კაცების რაოდენობა1 774.5 ათასი, ხოლო ქალების – 1 920.1 ათასი იყო. ქვეყნის მოსახლეობის 48% კაცი, ხოლო 52% – ქალია.
წინა წელთან შედარებით, 2023 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 1.3 ერთეულით გაიზარდა და 75 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისათვის – 70.6 წელი, ხოლო ქალებისათვის – 79.4 წელი.
2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 245 064 იყო, რაც წლიურად 95.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5%-ით 205 857-მდე გაიზარდა. შარშან საქართველოდან ემიგრაციაში წასული ადამიანებიდან საქართველოს მოქალაქე 163 480 იყო. მათგან 91 896 დაბრუნდა ქვეყანაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – დარწმუნებული ვარ, სი ძინპინი გააგრძელებს მნიშვნელოვანი როლის შესრულებას რუსეთის მიერ წარმოქმნილ ბირთვულ საფრთხეებთან დაკავშირებული დაძაბულობის დეესკალაციაში