ჯოზეფ ბორელი ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღი უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის მწარმოებლებისგან შეიძინონ

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი ევროპულ ქვეყნებს მოუწოდებს, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღი უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის მწარმოებლებისგან შეიძინონ.
“ჩვენ სტრუქტურულად უნდა გავზარდოთ ჩვენი სამრეწველო თავდაცვის შესაძლებლობები. ეს მნიშვნელოვანია მსგავს ხანგრძლივ გამოფიტვის ომში. სწორედ ამიტომ, ახლახან, პირველი ევროპული თავდაცვის სამრეწველო სტრატეგიის წარდგენისას, ჩვენ შევთავაზეთ დაუყოვნებლივ დავიწყოთ მუშაობა უკრაინული თავდაცვის კომპანიების ევროკავშირის თავდაცვის ინდუსტრიულ ეკოსისტემაში ინტეგრაციაზე. უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობები, ინდუსტრიული თვალსაზრისით, ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობებთან უნდა გავაერთიანოთ. კონკრეტულად, ეს გულისხმობს ევროპისა და უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიებს შორის ერთობლივი შესყიდვების ხელშეწყობას. ში დიდი შესაძლებლობებია, მაგრამ მათ დაფინანსება სჭირდებათ“, – აღნიშნა ბორელმა უკრაინა-ევროკავშირის თავდაცვის მრეწველობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, სწორედ ამ მიზეზით იმართება ფორუმი, რათა გამოვლინდეს უკრაინულ და ევროპულ კომპანიებს შორის ერთობლივი ინიციატივების კონკრეტული შესაძლებლობები, უკრაინის სამრეწველო წარმოების სტიმულირება, უკრაინის ხელახალი აღჭურვა და დაფინანსება.
ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ ეს სამუშაო ნულიდან არ იწყება, რადგან უკვე მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება. კერძოდ, რამდენიმე ევროპული კომპანია უკრაინაში ერთობლივ წარმოებას შეუერთდა. მისი თქმით, აუცილებელია ამ საქმიანობის გაფართოება.
„ამ წლის ბოლოს კიევში გავხსნით ევროკავშირის ინოვაციების ოფისს, რათა ხელი შევუწყოთ უკრაინულ სტარტაპებსა და ევროკავშირის თავდაცვის კომპანიებს შორის კონტაქტებს. მაგრამ ვიმეორებ: დაფინანსება არის მთავარი ყველა ამ ძალისხმევაში. ჩვენ ახლახან დავაარსეთ უკრაინის დახმარების ახალი ფონდი – „ევროპული სამშვიდობო ფონდის“ ფარგლებში 5 მილიარდი ევროს ოდენობით და მას შემდეგ, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდებიან ს გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების გამოყენებაზე, ეს რესურსები მიმართული იქნება უკრაინისკენ, მათი მწვავე სამხედრო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და პირდაპირ უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიისკენ. ეს არის ჩემი მტკიცე განზრახვა. ეს ფული უკრაინაში უნდა გაიგზავნოს, რათა უკრაინელებმა შეძლონ აწარმოონ დამოუკიდებლად, თავიანთ ტერიტორიაზე, საჭიროებების მიხედვით – დაზოგონ ტრანსპორტირების ხარჯები და თავიდან აცილონ შეფერხებები. უფრო კრეატიულები უნდა ვიყოთ უკრაინაში სამხედრო დახმარების მიწოდების ახალი გზების შესწავლაში“, – აღნიშნა ბორელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი