ლაოსში, ავსტრალიელი ტურისტი გოგონა კოქტეილით მოიწამლა და დაიღუპა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
19 წლის გოგო მეოთხე ადამიანია ვინც, პოპულარულ წვეულებათა ქალაქ ვანგ ვიენგში, Nana Backpackers Hostel-ში, მეთანოლით გაზავებული სასმლის შედეგად დაიღუპა.
ის ლაოსში დასასვენებლად თავის საუკეთესო მეგობართან ერთად იყო ჩასული, რომელიც ამ დრომდე საავადმყოფოშია და სიცოცხლისთვის იბრძვის.
ამასთან, აღნიშნული სასმლის მიღების შედეგად გარდაცვლილია 56 წლის აშშ-ის მოქალაქე მამაკაცი და ორი დანიის მოქალაქე ქალი. მათი გარდაცვალება ქვეყნების საელჩოებმა დაადასტურეს.