18-მეტრიანი ავტობუსების ნაწილი უკვე საქართველოშია

უკვე საქართველოშია ნაწილი 18-მეტრიანი ავტობუსებისა, რომლებმაც თბილისის ქუჩებში უნდა იარონ. ავტობუსები შემოიყვანა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია Tegeta Truck And Bus-მა, რომელიც “ ჰოლდინგის” წევრია.
კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში სულ 17 ავტობუსია ჩამოყვანილი და მიმდინარეობს საბაჟო პროცედურები.
თბილისის მერიამ 160 ერთეული ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსის შესაძენად ხელშეკრულება 2023 წლის ივნისში გააფორმა. კონტრაქტი დაიდო შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და „თეგეტა მოტორსს“ შორის. ერთი ავტობუსის ყიდვა 1 618 759 ლარი ჯდება, ჯამში კი – 259 მილიონი ლარი.
რა ვიცით 18-მეტრიან ავტობუსებზე, რომლებმაც თბილისში უნდა იარონ:
· ერთეულის ფასი – 1 618 759 ლარი;
· მწარმოებელი – MAN-ი;
· მოდელი – MAN Lion’s City 18C;
· გამძლეობა – 12 წელი და 1 020 000 კმ;
· გამოშვების თარიღი – 2023 წელი;
· სიგრძე – 18,06 მეტრი;
· სიგანე – 2,55 მეტრი;
· სიმაღლე – 3,34 მეტრი;
· კარების რაოდენობა – 4 (შიდა გაღების, ორფრთიანი);
· იატაკი – მთლიან სამგზავრო სივრცეში იქნება დაბალი, გარდა ბორბლებისა და ძრავის სივრცეებისა;
· ტევადობა – 162 მგზავრი (43 დასაჯდომი, მძღოლის ადგილი, 2 დასაკეცი სავარძელი, 1 ეტლის ადგილი შშმ პირებისთვის);
· მაქსიმალური სიჩქარე – 80 კმ/სთ;
· შესაძლებლობა – შეუძლია 18%-იან დახრილობაზე ასვლა;
· ფერი – დამკვეთთან შეთანხმებით სამ ფერში;
· გათბობა-გაგრილება – ავტობუსს ექნება კონდიცირების სისტემა და შესაძლებელი იქნება ფანჯრების გახსნა;
· ელექტრონული მოწყობილობები – WiFi (2 SIM სლოტი) 100 მგზავრის წვდომის შესაძლებლობით, USB დამტენები, გამოცხადების სისტემა, საინფორმაციო დაფა.
მ 18-მეტრიანი ავტობუსების თბილისის სატრანსპორტო ხაზებზე დამატების პირობა 5 წლის წინ დადო, მერად პირველი ვადით არჩევიდან 1 წლისთავზე, “გარემოსდაცვითი ხედვის” პრეზენტაციისას.
სწორედ 18-მეტრიანი ავტობუსებითა და მათთვის განკუთვნილი ე.წ. სწრაფი დერეფნებით ჰპირდება მერიის სატრანსპორტო სამსახური ქალაქის მოსახლეობას თბილისში მგზავრთა გადაყვანის პრობლემების მოგვარებას.
თავდაპირველად 18-მეტრიანი ავტობუსები მხოლოდ 4 ხაზზე ივლის. კერძოდ:
· N301 (პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან წმინდა ბარბარეს უბნამდე) – გაივლის საბურთალოს ცენტრალურ ნაწილს, ვაკეში ჭავჭავაძის გამზირს, რუსთაველის გამზირს, ორთაჭალაში გაბრიელ სალოსის გამზირს;
· N302 (მაღლივი კორპუსიდან დიდ დიღმამდე) – გაივლის საბურთალოს ცენტრალურ ნაწილს, აღმაშენებლის ხეივანს;
· N308 (გლდანიდან ორბელიანის მოედნამდე) – გაივლის შემდეგ მეტროსადგურებს: ახმეტელის თეატრი, სარაჯიშვილი, გურამიშვილი, ღრმაღელე, დიდუბე, წერეთელი, მარჯანიშვილი, რუსთაველი, თავისუფლების მოედანი;
· N314 (დიდი დიღმიდან ორბელიანის მოედნამდე) – გაივლის დიდი დიღმის მიკრორაიონებს, აღმაშენებლის ხეივანს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, ს მოედანს, თბილისის მერიას, ზოოპარკს, ფილარმონიას, რუსთაველის გამზირს.
თბილისის მერმა კახა კალაძემ მიუნხენში ვიზიტის დროს, 7 ნოემბერს თქვა, რომ 50 ახალი ავტობუსი დედაქალაქში დეკემბრის ბოლომდე ჩამოვა, იანვრიდან კი ხაზებზე გავა.