18-მდე გაიზარდა ჩერნიგოვზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

მაშველები მუშაობას განაგრძობენ უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვში. ს არმიამ ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ ცენტრზე სარაკეტო შეტევა 17 აპრილს მიიტანა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ დღეს, 18 აპრილს დილით გამოქვეყნებული, განახლებული მონაცემებით, დაღუპულია 18 და დაშავებულია 77 ადამიანი. 17 აპრილს დადასტურებული იყო 17 ადამიანის სიკვდილი და 60-ის დაშავება.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანახმად, მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი 3 ადამიანი გადაარჩინეს. სარაკეტო დარტყმის რაიონიდან გატანილია 1580 ტონა სამშენებლო ნარჩენები.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 17 აპრილს, რუსეთის საოკუპაციო ძალების სარაკეტო დარტყმების შედეგად დაინგრა 8-სართულიანი შენობა და დაზიანდა 4 მრავალსართულიანი სახლი, საავადმყოფო და სასწავლო დაწესებულება.
უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ სარაკეტო თავდასხმის მოგერიება შეუძლებელი იყო, რადგან ს არ აქვს საკმარისი რაოდენობის საჰაერო თავდაცვის საშუალებები. უკრაინა ამ სისტემების და სხვა იარაღის ნაკლებობას განიცდის დასავლელი მოკავშირეების, განსკუთრებით -სგან მიწოდების შემცირების გამო.
ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა თებერვალში მიიღო კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად 60 მილიარდი დოლარის გამოყოფას. კენჭისყრა ამ დრომდე არ ჩატარებულა წარმომადგენელთა პალატაში.
უკრაინის ხელისუფლებამ დასავლელი მოკავშირეები არაერთხელ გააფრთხილა, რომ მათი სამხედრო დახმარების გარეშე უკრაინის თავდაცვის ძალებს უკან დახევა მოუწევთ.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩიბურდანიძე: როგორც ქართველების ბრძოლამ დაასრულა რეალურად საბჭოთა კავშირი, ისე ასრულებს დღევანდელი საქართველო ძველ პოლიტიკას და ათამამებს ევროპას სრული სუვერენიტეტისთვის. საქართველო ფლაგმანია ამ ბრძოლაშიც

თორნიკე ნაროზაული: ხალხს აკა მორჩილაძის ან ხვიჩა კვარაცხელიას აზრის მოსმენა კი არ სურდათ, არამედ ის უნდოდათ, მათ აზრს დათანხმებულიყვნენ ეს ადამიანები- ამას ფანატიზმი ჰქვია, ბოლშევიკები სხვას არაფერს აკეთებდნენ