18 დაღუპული და 130 დაშავებული – ოკუპანტებმა ხარკოვის, ხერსონისა და დნეპროპეტროვსკის ოლქები დაბომბეს

ხარკოვის, ხერსონისა და დნეპროპეტროვსკის ოლქების დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, დაშავდა 130 მოქალაქე. განახლებულ ინფორმაციას ყოველდღიურ ვიდეო-მიმართვაში ავრცელებს.
უკრაინის გენერალური პროკურორი წერს, რომ ოკუპანტების იერიშის შედეგად ყველაზე მეტი ადამიანი ხარკოვის ოლქში გარდაიცვალა, მათ შორისაა 8 წლის გოგონა. სამაშველო ოპერაციები ადგილზე ამ დრომდე გრძელდება.
ხარკოვი ბოლო 24 საათში 3-ჯერ დაიბომბა. თავდასხმებმა ქალაქში 100-ზე მეტი კორპუსი და გაზსადენი დააზიანა, ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
პარალელურად, უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელების, მათ შორის, შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდების პირობა დადეს მოკავშირეებმა. განცხადებები, საკონტაქტო ჯგუფის ონლაინ შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. აქვე ცნობილი გახდა, რომ კანადა, უკრაინას დამატებით 20 მილიონ დოლარამდე ღირებულების სამხედრო პაკეტს გამოუყოფს.
პენტაგონის ინფორმაციით, ბოლო “რამშტეინის” ფორმატის შეხვედრის შემდეგ კოალიციამ უკრაინას საერთო ჯამში 80 მილიარდ დოლარზე მეტი სამხედრო დახმარება გამოუყო.
გერმანია უკრაინას სამხედრო ვერტმფრენებს პირველად გადასცემს. ამის შესახებ განცხადება გერმანიის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა.
ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მე-18 შეხვედრის დროს განუცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა