“150–ლარიან დახმარებაზე როგორ თქვით უარი, როცა ვერ ძღებით” – სამი შვილის დედა, სოციალურად დაუცველი, ავადმყოფი დედით, 150 ლარიან ერთჯერად დახმარებას ითხოვს

“150–ლარიან დახმარებაზე როგორ თქვით უარი, როცა ვერ ძღებით” – სამი შვილის დედა, სოციალურად დაუცველი, ავადმყოფი დედით, 150 ლარიან ერთჯერად დახმარებას ითხოვს
თბილისის მერიის გვერდზე, სოციალურ ქსელში, მრავალშვილიანი დედები ხშირად წერენ ხოლმე კომენტარებში, თბილისის მერს, ს.
ამჯერად, უკვე მესამე დღეა, მერს, კომენტარებში წერენ კომენტარებში, რომ სამი შვილის დედას, სოციალურად დაუცველ ქალს, ერთჯერადი დახმარების სახით, რომელიც, როგორც წესი, გაიცემა ხოლმე მერიიდან, 150 ლარზეც კი უარი უთხრეს. კომენტარს, მერიის გვერდზე არავინ პასუხობს:
უნამუსო მთავრობა, როდესაც მრავალშვილიანი დედა ერთჯერად დახმარებას გთხოვთ, როდესაც სარეიტინგო ქულა აქვს 1000, როდესაც 3 მცირეწლოვანს მარტო ზრდის და ყავს გულით დაავადებული დედა იმედად, რომელმაც ინსულტის ფონზე დაკარგა ცალ თვალში მხედველობა და ცალყურში სმენა და მოიხმარს სმენის აპარატს, როგორ შეგიძლიათ 150 ლარზე უარი უთხრათ, როცა ვერ ძღებით. ტფუი თქვენს ქართველობას და ადამიანობას.
კომენტარებში წერს, 4 შვილის დედაც და ამბობს, რომ უკვე ორი წელია, ბინაზე აქვს განცხადება შეტანილი და რომ შვილები, რომლებსაც ზრდის, ქვეყანას უნდა გამოადგეს, წესით, სწორედ ამიტომაა ხელისუფლება ვალდებული, დაეხმაროს ელემენტარული პირობების მოგვარებაში:
ორი წელია დავწერე ბინაზე განცხადება და არანაირი პასუხი არ მომდის, ვარ 4 შვილის დედა ძალიან გთხოვთ ფუჭ იმედებს ნუ აძლევთ დედებს ან დაეხმარეთ თუ ეხმარებით. მოვა დრო და ეს ბავშვები თქვენ გამოგადგებათ, ხო. ხოდა კეთილი ინებეთ და უზრუნველყავით მათი ცხოვრება.
სახელმწიფომ უნდა უზრუნველჰყოს მოქალაქის ელემენტარული საჭიროებები. იმ ფონზე, როცა ეკონომიკა ასე “ყვავის”, როგორც ირაკლი , ან ამბობენ, განსაკუთრებულად უცნაური ამბავია, სამი შვილის დედას, სოციალურად დაუცველს, 150 ლარიან ერთჯერად დახმარებაზე უთხრას უარი სახელმწიფომ. არა, თუ გვიჭირს ეკონომიკურად და ტყუილია ეგ მონაცემები, რასაც აფრიალებთ ხოლმე, თქვით, ბატონო. ან, თუ ისევ იპარავენ მოქმედი მინისტრებიც და იმიტომ არ რჩება ხალხისთვის, ეგაც თქვით.