14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეზე ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში მსჯავრდებული დედა პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით მიმართავს

14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეზე ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში მსჯავრდებული დედა, ეგანა მაგარამოვა და მისი ადვოკატი, ალი ბადიროვი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეწყალების მოთხოვნით მიმართავენ.
ადვოკატი მიიჩნევს, რომ სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო.
“დღეს მოსამართლე მაია შოშიაშვილმა თავის მანტიას შეურაცხოფა მიაყენა, სასამართლო ინსტიტუტს შეურაცხყოფა მიაყენა. მოსამართლემ პროკურატურა გადაარჩინა, უმტკიცებულებოდ დარჩენილი პროკურატურის დაკვეთა შეასრულა და უდანაშაულო ეგანა მაგარამოვა ორივე ბრალდებაშო ცნო დამნაშავედ. განმარტებისასაც კი ვერც ერთი მოწმე ვერ დაასახელა, თუ ვინ იყო ის მოწმე, ვის ჩვენებასაც ის დაეყრდნო. სწორედ ამიტომ, შემდეგი ნაბიჯი ასეთი უსამართლო სასამართლოს პირობებში პრეზიდენტის ინსტიტუტი გვრჩება. პრეზიდენტი, რომელიც გახმურებულ საქმეებს, მტკიცებულებებს აკვირდება ხოლმე, იმედი გვაქვს, ამ შემთხვევაშიც ამ საქმეს დააკვირდება, გაეცნობა. საქართველოს სასამართლოს პირობებში იმედი არ გვაქვს, რომ მეორე ინსტანცია ამ უკანონო გადაწყვეტილებას შეცვლის, ამიტომ პრეზიდენტ ს იმედი გვაქვს”,- განაცხადა ბადიროვმა.
ცნობისთვის, 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული დედა, ეგანა მაგარამოვა და ბიძა ნატიკ მაგარამოვი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაია შოშიაშვილის გადაწყვეტილებით, ეგანა მაგარამოვას 3 წლის ვადით, ნატიკ მაგარამოვს კი 3,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი