0,03-ია ჩვენი სანქცია რუსეთის ეკონომიკისთვის და აქეთ მინუს 10 პროცენტი. ის რაც გვქონდა პენსია, იმასაც ვერ დავარიგებდით და შენ ამ დროს ათას ლარიან პენსიას ეუბნები, აპრიორი ატყუებ – ირაკლი ზარქუა

0,03-ია ჩვენი სანქცია ს ეკონომიკისთვის და აქეთ მინუს 10 პროცენტი. ის რაც გვქონდა პენსია, იმასაც ვერ დავარიგებდით და შენ ამ დროს ათას ლარიან პენსიას ეუბნები, აპრიორი ატყუებ –
„ჩვენი თითოეული მოქალაქე გრძნობს ვინ ატყუებს და ვინ პოპულისტობს წინასაარჩევნოდ“-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ გადაცემაში „იმედი LIVE”.
ირაკლი ზარქუამ პენსიის ათას ლარამდე გაზრდაზე „ლელოს“ დაპირებაზე ისაუბრა. კითხვაზე, პოპულისტობს თუ არა როდესაც ადამიანებს პენსიების გაზრდას ჰპირდება, ზარქუა აღნიშნავს, რომ ისინი უკვე მიხვდნენ რომ ამის მიღწევა არარეალურია.
„უკვე მიხვდნენ, რომ ეს არარეალურია. რა სიგიჟეებს ამბობენ, ვინ გაუტარებს ამას- ჩვენ სანქცია უნდა დავუწესოთ რუსეთსო. დაითვალეს ექსპერტებმა, 0,03-ია ჩვენი სანქცია რუსეთის ეკონომიკისთვის და აქეთ მინუს 10 პროცენტია. ის რაც გვქონდა პენსია, იმასაც ვერ დავარიგებდით. შენ ამ დროს ათას ლარიან პენსიას ეუბნები, აპრიორი ხომ ატყუებ. თაღლითები, როგორც დაამტკიცა სასამართლომ, იგივეს აგრძელებენ. ამას ვინ გაუტარებს, თვითონ ოპოზიციამ ამხილა“-განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
Next: “ხაბემ” და “ჭიჭე” ვაშაძემ სოციალურ ქსელებში რეკლამაში უკვე 65 000 დოლარი გადაიხადეს – ირაკლი ზარქუა

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა მალაშხია, „ქალი ევროკავშირის დროშით” ბევრს გვახსოვს აქციებიდან. იცით თუ არა, რომ ის თბილისის მერიაში მუშაობს? არც 2023 წლის, არც მიმდინარე აქციებში მონაწილეობისთვის მისთვის სიტყვა არავის უთქვამს