„ჰუსიტების“ წარმომადგენლის, მუჰამედ ალ-ბაჰიტის განცხადებით, წითელ ზღვაში რუსულ და ჩინურ გემებს საფრთხე არ ემუქრებათ.
„რაც შეეხება ყველა სხვა ქვეყანას, მათ შორის რუსეთსა და ჩინეთს, მათ გემებს რეგიონში არაფერი ემუქრება. უფრო მეტიც, ჩვენ მზად ვართ უზრუნველვყოთ მათი გემების გავლის უსაფრთხოება წითელ ზღვაში“, – განაცხადა მან გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, ღაზის სექტორში ისრაელი-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ, „ჰუსიტებმა“ პალესტინელების მიმართ სოლიდარობის ნიშნად წითელ ზღვაში ისრაელთან დაკავშირებულ გემებზე თავდასხმები დაიწყეს. საპასუხოდ, 12 იანვრის ღამეს აშშ-მა და გაერთიანებულმა სამეფომ იემენის რამდენიმე ქალაქში „ჰუსიტების“ ობიექტებს დაარტყეს.
დაჯგუფება იმუქრება, რომ წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმებს იქამდე არ შეწყვეტს, ვიდრე ღაზაში „ისრაელის აგრესია“ არ შეწყდება.