ჰუთების მზარდი როლი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში თანდათან იზრდება ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთების როლი, რომლებიც „ჰამასს“ ემხრობიან. იემენელ ჰუთებს სარაკეტო იერიშები მიაქვთ ისრაელზე და თავს ესხმიან საერთაშორისო სატვირთო ტანკერებს წითელ ზღვაში. იზრდება შეშფოთება რეგიონული კონფრონტაციის გაფართოებასთან დაკავშირებით.