“ჰუალინგის” ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, “ჰუალინგის” ტერიტორიაზე, [საუბარია ვარკეთილის და ვაზისუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე] პლასტმასის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
სახანძრო-სამაშველო ძალების თბილისის სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის თქმით, ხანძრის ქრობის პროცესში 20-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მონაწილეობდა. მისივე ინფორმაციით, ძლიერი ხანძრის შედეგად დაიწვა ავტონაწილების რამდენიმე საწყობი.
როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე უცნობია, რა ფართობზე იყო გავრცელებული ხანძარი.

ასევე დაგაინტერესებთ

მზად ვართ, აღვადგინოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან ახალი ფურცლიდან, ძალიან მკაფიო და კონკრეტული გეგმით, ჩვენს ინტერესებშია აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და მოთმინებით ველოდებით მათ პოზიციას

მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ს სენატორების და კონგრესმენების რუბიოსადმი წერილზე: ამწერილის ავტორები გამოირჩევიან საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგდეზინფორმაციით, მიზანმიმართული ფაქტების დამახინჯებით და დაბრალებით

ჩინეთთან გვაქვს საერთო ღირებულებები, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გვეხმარება ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაში, ჩვენი ეკონომიკის გაძლიერებაში, პოლიტიკური პოზიციების განმტკიცებაში