„ჰეზბოლას“ წარმომადგენელი – ისრაელი მზად არ არის ომისთვის იმ ფონზე, რაც მისთვის მოვამზადეთ

ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ჩინოვნიკი, მოჰამედ რაადი აცხადებს, რომ მათ წინააღმდეგ ომისთვის მზად არ არის.
მისი თქმით, ლიბანისთვის პატივია, რომ ქვეყანაში წინააღმდეგობის ჯგუფები ისრაელის წინააღმდეგ იბრძვიან.
მოჰამედ რაადი ირწმუნება, რომ ისრაელი ღაზაში მარცხს განიცდის და რომ მან, ვერ ვერც ერთ ასპექტში, თავის მიზნებს ვერ მიაღწია.
„ისრაელელი მტერი იძულებულია, უკან დაიხიოს, რადგან დაღლილი და ხვდება წინააღმდეგობის, რომელსაც არ ელოდა, და იმედი გაუცრუა და შეარცხვინა ყველა, ვინც მას მხარს უჭერს. ისრაელელი მტერი მზად არ არის ომისთვის იმ ფონზე, რაც ლიბანის ისლამურმა წინააღმდეგობამ მისთვის მოამზადა“, – აცხადებს მოჰამედ რაადი.