„ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით, სულ მცირე, 55 რაკეტა და 4 დრონი გაუშვა

დღეს, „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით, სულ მცირე, 55 რაკეტა და 4 დრონი გაუშვა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ქვეყნის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ისრაელის პოლიციის ცნობით, ლიბანიდან გაშვებული რაკეტები ქალაქ ტამრას მახლობლად მდებარე სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებზე ჩამოვარდა, რასაც რამდენიმე ცხოველი ემსხვერპლა.
ასევე, „ჰეზბოლას“ სარაკეტო იერიშის შედეგად, ჩრდილოეთ ისრაელში ავტომობილები და შენობები დაზიანდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო