ჰამასმა გამოშვებამდე მძევლებს დამამშვიდებელი მისცა, კადრებში მშვიდად გამოჩენისთვის

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტყვეობიდან გათავისუფლებამდე ჰამასმა მძევლებს დამამშვიდებელი საშუალებები მისცა, რათა გათავისუფლების დროს მათ მშვიდი და ბედნიერი გარეგნობა ჰქონოდათ. ეს საკითხი ქნესეთის ჯანდაცვის კომიტეტთან საუბრისას პირველად მძევლების ოჯახებმა წამოჭრეს.
ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო განყოფილების ხელმძღვანელმა ჰაგარი მიზრაჰიმ ერთ-ერთ საშუალებად კლონაცეპამი დაასახელა. აღნიშნული პრეპარატი შფოთვითი აშლილობის, კრუნჩხვების, ფსიქოზის, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობისა და ბიპოლარული მანიის დროს გამოიყენება.
სამინისტროს წარმომადგენელი ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს, როგორ დადგინდა მძევლებისთვის ნარკოტიკების მიცემა – სისხლის ანალიზით თუ მძევლების ჩვენებაზე დაყრდნობით.
ქნესეთის წევრმა იონათან მაშრიკიმ ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდა, რომ მძევლებისთვის ნარკოტიკების მიცემის სამხილები მსოფლიოში საერთაშორისო ორგანიზაციებს გაუგზავნონ.
,,ტაბულა”

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრისთვის მიიღოს – რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, იმედი გვაქვს, სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება

ლაშა წიკლაური: რომ არა ვილი სანიოლი, გიორგი გვესელიანის შესახებ დღეს საქართველოს მონახლეობის 99.9%-ს არაფერი ეცოდინებოდა, რადგან ის იქნებოდა ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩიც არ ექნებოდა ჩატარებული