„ჰამასი“ – პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ აგრესიის ნებისმიერი ესკალაცია რამდენიმე გატაცებულის მოკვლას გამოიწვევს

დაჯგუფება „ჰამასი“ მძევლების დახოცვით იმუქრება იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი ღაზას სექტორში ბრძოლებს განაახლებს, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
„პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ აგრესიის ნებისმიერი ესკალაცია გამოიწვევს რამდენიმე გატაცებულის მოკვლას“, – განაცხადა „ჰამასის“ პრესსპიკერმა, აბუ უბეიდამ.
ისრაელის ხელისუფლების ცნობით, ღაზაში ამ დროისთვის 24 მძევალი იმყოფება და 35 გატაცებული ადამიანის ცხედარია.
მათივე ცნობით, ცოცხალ ტყვეებს შორისაა ახალგაზრდა ჯარისკაცი, რომელსაც ისრაელისა და გერმანიის მოქალაქეობა აქვს და ტაილანდის მოქალაქე.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ეტაპი 1-ელ მარტს დასრულდა, თუმცა მხარეები შეთანხმების გაგრძელებაზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ყორშია: ბრძოლა, რომელიც დაიწყო სულხან-საბადან, რომელიც გაგრძელდა სოლომონ დოდაშვილით, გაგრძელდა თერგდალეულებით, ცისფერყანწელებით, ზვიად გამსახურდიათი, ეს არის თავისუფლების მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენი დასაცავია (ვიდეო)

ზურა სიხარულიძე – გაფრთხილება: საქართველოში გამოჩნდა და ინტენსიურად იყიდება ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი, ეს არ არის ჩვეულებრივი მარიხუანა – ის იწვევს ჰალუცინაციებსა და ფსიქოზს, ზოგიერთ შემთხვევაში კი სიკვდილსაც!