ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმის ადვოკატიც, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს და აცხადებს, რომ „საქმე თეთრი ძაფით არის ნაკერი“

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფის 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს.
კაკაბაძის განმარტებით, საქმე თეთრი ძაფით არის ნაკერი. როგორც მან განმარტა, მხეიძის წინააღმდეგ ერთადერთი მოწმეა, რომელმაც მას ხელი დაადო, რათა „საკუთარი თავი ბორკილების დადებისგან ეხსნა”.
კაკაბაძის თქმით, მხეიძეს არავითარი დანაშაული ჩაუდენია.
ადვოკატმა მხეიძის მიმართ 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა, ამასთან, განმარტა, რომ თუკი, სასამართლო თანხის მეტ ოდენობას ჩათვლიდა საჭიროდ, ისინი აღნიშნულის უზრუნველყოფას უძრავი ქონებით მოახდენენ. ამასთან, კაკაბაძემ დამატებით ნებისმიერი სხვა შემზღუდავი ღონისძიების გამოყენება მოითხოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კუპრაძე – ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოსო, ნათქვამია – უკვე ღიად ჩანს, რომ „ოცნების“ მთავარი და მგონი ერთადერთი სამიზნე, „ლელო“ გახდა – ჩვენი მხრიდანაც ზეწოლა გაძლიერდება და თბილისი აუცილებლად გახდება ევროპული დედაქალაქი