ჯო უილსონი – ჩინეთის კომუნისტურ პარტიას „ქართული კოშმარის“ რეჟიმის სახით შესანიშნავი პარტნიორი ჰყავს

ჩინეთის კომუნისტურ პარტიას „ქართული კოშმარის“ რეჟიმის სახით შესანიშნავი პარტნიორი ჰყავს, – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ ქსელში წერს.
„ჩინეთის კომუნისტურ პარტიას „ქართული კოშმარის“ რეჟიმის სახით შესანიშნავი პარტნიორი ჰყავს, რომელიც შუა დერეფანში კრიტიკულად მნიშვნელოვან მინერალებზე ამერიკის წვდომას ზღუდავს, რათა პეკინში თავიანთ მევახშეებს ასიამოვნოს. ეს ყველაფერი კი იმ დროს ხდება, როდესაც ისინი პრეზიდენტ ტრამპს დასცინიან და მოთხოვნებს უყენებენ. ახლა მოქმედებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, – წერს ჯო უილსონი.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ჩინეთმა იშვიათ მინერალებზე ექსპორტის კონტროლი გაამკაცრა. აღნიშნულის საპასუხოდ, დონალდ ტრამპმა ჩინეთის წინააღმდეგ დამატებით 100%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ გამოაცხადა, რომელიც ძალაში 2025 წლის 1-ელი ნოემბრიდან შევა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ძაბირაძე – არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას

სალომე ზურაბიშვილი – გუშინდელ მოვლენებს ერთი რამ აერთიანებს: სამიზნე იუმორია – ანუ ის, რამაც საბჭოთა რეჟიმის დროს საზოგადოებას უმძიმესი დღეები გადაატანინა და რაც ჩვენი ხასიათის ნაწილია, უნდა ამოიძირკვოს – რუსის ოცნება!