ჯო უილსონი – „ქართული ოცნების“ დიქტატურა ახლა „ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან“ მჭიდროდ თანამშრომლობს

„ქართული ოცნების“ დიქტატურა ახლა „ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან“ მჭიდროდ თანამშრომლობს, – ამის შესახებ -ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენმა ჯო უილსონმა კომისიაში ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე შეკავების შესახებ გამართულ მოსმენაზე განაცხადა.
„პრეზიდენტმა ტრამპმა შავი ზღვის რეგიონსა და კავკასიაში, აზერბაიჯანთან და სომხეთთან დაკავშირებით, წარმოუდგენელი შესაძლებლობები შექმნა. მაგრამ, ნამდვილი ტრაგედია საქართველოში გაყალბებული არჩევნებია. „ქართული ოცნების“ დიქტატურა ახლა „ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან“ მჭიდროდ თანამშრომლობს, რათა ერთადერთი შავი ზღვის პორტი გადასცეს, რაც მათ საშუალებას მისცემს, რომ იშვიათი მინერალების იმპორტსა და შუა აზიაში ეკონომიკურ პროგრესზე გავლენა მოახდინონ“, – განაცხადა ჯო უილსონმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”