ჯო ბაიდენმა და სი ძინპინმა ტელეფონით ისაუბრეს

-სა და ჩინეთის პრეზიდენტებმა, ჯო ბაიდენმა და სი ძინპინმა ტელეფონით ისაუბრეს. CNN-ის ინფორმაციით, ნოემბრის პირისპირ შეხვედრის შემდეგ გამართული პირველი სატელეფონო საუბრის დროს ლიდერებმა განიხილეს ღაზასა და ში მიმდინარე ომები, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული შესაძლებლობები, ასევე სხვა საკითხები, რომლებმაც დაძაბეს ვაშინგტონი-პეკინის ურთიერთობა, მათ შორის ტაივანი, ჩინეთის ბოლოდროინდელი პროვოკაციები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში და პეკინის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევა.
თეთრი სახლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯო ბაიდენმა და სი ძინპინმა ასევე განიხილეს რიგი საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც, აშშ-ისა და ჩინეთის ოფიციალური პირები თანამშრომლობისთვის სივრცეს ხედავენ, მათ შორის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა, ხელოვნური ინტელექტის სწრაფად განვითარებადი სამყარო და კლიმატის ცვლილება.
თეთრი სახლის შეფასებით 45 წუთიანი საუბარი მთელ რიგ საკითხებზე, რომლებზედაც ლიდერები ერთმანეთს ეთანხმებოდნენ, ან არ ეთანხმებოდნენ, „გულწრფელი და კონსტრუქციული“ იყო. მათივე ინფორმაციით, სი ძინპინთან საუბარში ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა “მშვიდობისა და სტაბილურობის” შენარჩუნების აუცილებლობას ტაივანის სრუტეზე და ასევე გამოთქვა შეშფოთება ჩინეთის მიერ ს თავდაცვის ინდუსტრიის მხარდაჭერის გამო.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ ორ ლიდერს “გულწრფელი და სიღრმისეული განხილვა“ ჰქონდათ. უწყების განმარტებით, სატელეფონო საუბრისას სი ძინპინმა აშშ-ჩინეთის ურთიერთობები დაახასიათა, როგორც „სტაბილიზაციის დასაწყისი“, მაგრამ განაცხადა, რომ “ნეგატიური ფაქტორები” იზრდება და მოითხოვს “ორივე მხარის ყურადღებას”.
მისი თქმით, მხარეებმა უნდა დააფასონ მშვიდობა, პრიორიტეტი მიანიჭონ სტაბილურობას და პატივი სცენ ერთმანეთის წინაშე აღებულ ვალდებულებებს.

ასევე დაგაინტერესებთ