მოსკოვის მერის ინფორმაციით, დედაქალაქზე დრონით თავდასხმა სცადეს

საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოსკოვის ოლქში, პოდოლსკის ტერიტორიაზე დრონი ჩამოაგდეს, რომელიც მოსკოვისკენ მიფრინავდა, – ამის შესახებ ს დედაქალაქის მერი, სერგეი სობიანინი იუწყება.
„თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალებმა პოდოლსკის ურბანულ რაიონში მოსკოვის მიმართულებით მფრინავი დრონის თავდასხმა მოიგერიეს. წინასწარი მონაცემებით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილზე ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია“, – წერს სობიანინი „ტელეგრამ“ არხზე.
რუსეთის დედაქალაქის მერის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურების სპეციალისტები მუშაობენ.

ასევე დაგაინტერესებთ