ჯო ბაიდენი – „ჰამასის“ მძევლების გათავისუფლებასთან ახლა ძალიან ახლოს ვართ

„ჰამასის“ მძევლების გათავისუფლებასთან “ახლა ძალიან ახლოს ვართ”. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში რეპორტიორებთან საუბარში განაცხადა.
ბაიდენის თქმით, ღაზის სექტორში „ჰამასისა“ და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების მიერ აყვანილი დაახლოებით 240 მძევლებიდან ნაწილის გათავისუფლებასთან “ახლა ძალიან ახლოს ვართ.”
“ახლა ძალიან ახლოს ვართ, ძალიან ახლოს. ამ მძევლების ნაწილის სახლში დაბრუნებას ძალიან მალე შევძლებთ…
მაგრამ დეტალებში შესვლა არ მინდა, ვინაიდან, არაფერი არ არის გაკეთებული, სანამ არ გაკეთდება. ამ მომენტისთვის ვითარება კარგად გამოიყურება”, – განაცხადა ბაიდენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ახობაძე – კი ამბობენ, რომ სისტემატურად მოვიხმარდი ნარკოტიკს, მაგრამ რასაც სისტემატურად მოვიხმარდი, არის „შტანგა“ – ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში იყო ეს პრობლემა და ამაყი რომ ვარ, დავამარცხე, ამ წუთას ამ მიმართულებით ჯანმრთელი ვარ

კახა კალაძე – მესაკუთრის გარდა არავინაა უფლებამოსილი, განკარგოს მისი ქონება – საკრებულოს დადგენილება კი, რაც არგუმენტად მოჰყავდათ, იმ შემთხვევებს ეხება, როცა ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია და შეგვიძლია 100%-იანი თანხმობის გარეშე პროცესის დაწყება