ჯო ბაიდენი უკრაინის დახმარების საკითხზე კონგრესის ლიდერებს ხვდება

-ის პრეზიდენტი, უკრაინის დახმარების საკითხზე კონგრესის ლიდერებს ხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის პრესმდივანი კარინ ჟან-პიერი ავრცელებს.
კერძოდ შეხვედრას ესწრებიან კონგრესის ქვედა პალატის – წარმომადგენელთა პალატის – რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერი მაიკ ჯონსონი, და დემოკრატიული უმცირესობის ლიდერი ჰაკიმ ჯეფრისი, ასევე, კონგრესის ზედა პალატის – სენატის – დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი, და რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერი მიტჩ მაკკონელი. შეხვედრას, ასევე, ესწრება ვიცე-პრეზიდენტი .
გავრცელებული ინფორმაციით, ბაიდენი კონგრესის ლიდერებს ხვდება, რათა სწრაფად მოქმედება მოუწოდოს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა უკრაინისთვისა და სთვის დახმარების დამტკიცება და მთავრობის “შათდაუნის” თავის არიდება, რომელიც შემდეგი თვის დასაწყისშია მოსალოდნელი.
ჟან-პიერის თქმით, ბაიდენმა კონგრესის ლიდერები ოვალურ ოფისში იმიტომ მიიწვია, რომ სურს აშშ-ის ეროვნული ინტერესები “პირველ ადგილზე იქნას დაყენებული.”
“ნახეთ, პრეზიდენტს იმის დანახვა სურს, რომ ამერიკელი ხალხის ეროვნული ინტერესები პირველ ადგილზეა დაყენებული, ხომ ასეა? ეს არ გამოიყენება, როგორც პოლიტიკური ფეხბურთი, ხომ ასეა? გვსურს დავრწმუნდეთ, რომ მოხდება. და ასევე, გვსურს დავინახოთ, რომ მთავრობას “შათდაუნი” არ მოუწევს”, – განაცხადა ჟან-პიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი: ამ დროს მათ იმედი აქვთ, რომ თავიანთი შვილები დასავლეთში ისწავლიან, მათი ცოლები შვილებს იქ გააჩენენ და იქაურ მოქალაქეობას მიიღებენ, თქვენ კიდევ გაგბერავენ ტყუილებით იმაზე, რომ …