ჯო ბაიდენი – მივმართავ რესპუბლიკელებს: ისტორია თვალს გადევნებთ – ამ ბრძოლაში ფსონები უკრაინის საზღვრებს სცდება

ტრამპის გამო სენატში შესაძლოა შეთანხმება ჩავარდეს, რომელიც უკრაინისთვის თანხებს მოიცავს.
ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
ბაიდენმა აშშ-ის კონგრესს მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს კომპრომისული კანონპროექტი, რომელიც საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას და უკრაინის დასახმარებლად დამატებით დაფინანსებას მოიცავს.
აშშ-ის პრეზიდენტმა რესპუბლიკელი კონგრესის წევრები დაადანაშაულა იმაში, რომ ს სურვილებს აყვნენ და საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდნენ, რომელსაც აქამდე დაჟინებით მოითხოვდნენ.
“ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ეს კანონპროექტი სენატის განხილვაზე არც იქნება გატანილი. რატომ? მარტივი მიზეზის გამო: დონალდ ტრამპი”, – განაცხადა ბაიდენმა.
მისი თქმით, ტრამპს მიგრაციის საკითხის იარაღად გამოყენება სურს თავის საპრეზიდენტო კომპანიაში, და აშშ-მექსიკის საზღვარზე პრობლემის რეალურად მოგვარებაში არ არის დაინტერესებული.
ბაიდენმა რესპუბლიკელ კონგრესის წევრებს მოუწოდა კომპრომისს დათანხმდნენ და გამოეცალონ “მეწვრილმანე პოლიტიკას”.
მან ასევე აღნიშნა უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების მნიშვნელობა, რომელიც ასევე გათვალისწინებულია კანონპროექტში.
“ამ კანონპროექტის მხარდაჭერა პუტინისთვის წინააღმდეგობის გაწევაა. ხოლო მასთან [კანონპროექტთან] დაპირისპირება – პუტინის სასარგებლოდ თამაშია. როგორც უკვე ვთქვი, ამ ბრძოლაში ფსონები უკრაინის საზღვრებს სცდება. ზე ბატონობისა და კონტროლის პუტინის წყურვილს თუ არ გავაჩერებთ, ის საკუთარ თავს მხოლოდ უკრაინით არ შეიზღუდავს… მივმართავს რესპუბლიკელებს, რომლებიც თვლიან, რომ შეუძლიათ უკრაინისთვის დახმარებას არ დაუჭირონ მხარი და პასუხისმგებლობას გაექცნენ: ისტორია თვალს გადევნებთ. ამ გადამწყვეტ მომენტში უკრაინის დახმარების წარუმატებლობა არასდროს არ იქნება დავიწყებული”, – განაცხადა ბაიდენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი