ჯო ბაიდენი – კატარის, ეგვიპტისა და ისრაელის ლიდერებთან კონტაქტზე ვრჩები, რათა დავრწმუნდე, რომ შეთანხმების ყველა ასპექტი განხორციელდება

კატარის, ეგვიპტისა და ისრაელის ლიდერებთან კონტაქტზე ვრჩები, რათა დავრწმუნდე, რომ შეთანხმების ყველა ასპექტი განხორციელდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
თეთრი სახლის ცნობით, პრეზიდენტი ბაიდენი აგრძელებს მუშაობას, რომ ღაზაში ჰუმანიტარული პაუზა კიდევ გაგრძელდეს.
„მე საომარი მოქმედებების დროს პაუზას მუდმივად ვითხოვდი, რათა ღაზისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება დაჩქარებულიყო და ხელი შემეწყო მძევლების გათავისუფლებისთვის“, – წერს ჯო ბაიდენი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).

ასევე დაგაინტერესებთ

ლაურა კასტელი – მიუღებელია, პოლიტიკოსები ციხეში იყვნენ, როცა უნდა იყვნენ პარლამენტსა და საჯარო დებატებში, ამავდროულად, ზოგიერთი ოპოზიციური ძალა უფრო მეტად ღელავს მთავრობის დადანაშაულებაზე, მაგრამ ავიწყდებათ, რომ მათი ადგილი ინსტიტუტებშია