ჯოზეფ ბორელი: შევთავაზებ საგარეო საქმეთა მინისტრებს, შეწყდეს იმ პროგრამების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებითაც საქართველოს მთავრობა ფინანსდება

რა თქმა უნდა, უნდა იყოს გამოძიება, რაც მოხდა ის უნდა იყოს სრულად შეფასებული. არ შეიძლება თქვა არ იყო სამართლიანი და ის არ გამოიძიო. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, ნათელი მოჰფინოს ყველაფერს, რასაც ითხოვს ხალხი, უნდა იყოს ანგარიშვალდებულება – ეს განცხადება  საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა სამიტის დაწყების წინ გააკეთა და აღნიშნა, რომ საჭიროა 26 ოქტომბრის არჩევნების საერთაშორისო გამოძიება.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ის დააყენებს ინიციატივას საქართველოს მთავრობისთვის ევროკავშირის დაფინანსების შეწყვეტისა და ამ თანხების სამოქალაქო საზოგადოებისთვის გადაცემის თაობაზე:

“დღეს საქართველოს, რა თქმა უნდა, განვიხილავთ და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. მე შევთავაზებ საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომ შეწყდეს იმ პროგრამების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებითაც საქართველოს მთავრობა ფინანსდება. 100 მილიონ ევროზე მეტი იქნება გაყინული და ნაცვლად მთავრობის დაფინანსებისა, ეს თანხა გაუნაწილდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. ანუ, ამ 100 მილიონ ევროს ავიღებთ და მივცემთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც იბრძვიან სამართლიანი არჩევნებისთვის. საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, მაგრამ ქართველ ხალხს დახმარებას კვლავაც გავუწევთ.” განაცხადა ბორელმა

“მმართველი პარტია არ აპირებს, რომ ევროკავშირისკენ გზა გააგრძელოს როგორც ის ამას პირდება ხალხს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და ვნახოთ დღეს რა მოხდება…

გვაქვს გარკვეული ნაბიჯები თუ რა შეიძლება გავაკეთოთ [არჩევნების საერთაშორისო გამოძიებაზე], მაგრამ ნათლად უნდა ვთქვათ  როგორ ნაბიჯებს ხედავენ საქართველოში. არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი და თავისუფალი, სხვანაირად არ გამოვა” განაცხადა სამიტის დაწყებამდე მედიასთან კომენტარში ს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ [სინქრონული თარგმანი] .