ჯოზეფ ბორელი – მაღალი ინტენსიურობის, კონვენციური ომი ევროპაში ფანტაზია აღარ არის – ფინანსურად უნდა მოვემზადოთ

ევროპაში უფრო ფართო ომი “ფანტაზია აღარ არის”, ფინანსურად უნდა მოვემზადოთ. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
“ომი ნამდვილად ჩვენ გარშემო დაიარება […], და მაღალი ინტენსიურობის, კონვენციური ომი ევროპაში ფანტაზია აღარ არის…
ის [ომი] ხვალ არ დაიწყება, მაგრამ რეალობის უარყოფა არ შეგვიძლია”, – განაცხადა ბორელმა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომით და ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე ჰიბრიდული თავდასხმებით “ საფრთხეს უქმნის ევროპას.”
ბორელის თქმით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ევროპის თავდაცვის სააგენტო შექმნეს, მაგრამ საკმარისად არ დააფინანსეს. უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა სასწრაფოდ უნდა იპოვონ თავდაცვაში ინვესტიციების დაჩქარებისა და გაზრდის გზები.
“ახალ მთავრობათაშორისი დაფინანსების საშუალება გვჭირდება […] ისეთი, რომელიც ფინანსური კრიზისის დროს შექმნილის მსგავსი იქნება”, – განაცხადა ბორელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩიბურდანიძე: როგორც ქართველების ბრძოლამ დაასრულა რეალურად საბჭოთა კავშირი, ისე ასრულებს დღევანდელი საქართველო ძველ პოლიტიკას და ათამამებს ევროპას სრული სუვერენიტეტისთვის. საქართველო ფლაგმანია ამ ბრძოლაშიც

თორნიკე ნაროზაული: ხალხს აკა მორჩილაძის ან ხვიჩა კვარაცხელიას აზრის მოსმენა კი არ სურდათ, არამედ ის უნდოდათ, მათ აზრს დათანხმებულიყვნენ ეს ადამიანები- ამას ფანატიზმი ჰქვია, ბოლშევიკები სხვას არაფერს აკეთებდნენ