სალომე ზურაბიშვილი აცხადებს:
“ვართ ახალ ეტაპზე იმის მერე, რაც ეუთო ოდირმა დადო საბოლოო დასკვნა არჩევნების შესახებ. ჩვენ ყველა, აქ მყოფმა და საზოგადოებამ კარგად იცი, რა მოხდა არჩევნების დროს, როგორ გაყალბდა და ა.შ. ასე, რომ არავის არაფრის დამტკიცება აღარ სჭირდება, მაგრამ საბოლოო დასკვნა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თავიანთი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ, ელოდებოდნენ ამ საბოლოო დასკვნას, სამწუხაროდ ბატონი კობახიძისთვის, არაფერს არ ცვლის ის ფაქტი, რომ 2 წუთში გამოვიდა და თქვა, რომ კარგია ეს დასკვნა და გვაძლევს ლეგიტიმაციას. ჯერ არ ვართ საბჭოთა სისტემაში, რომ მისი ნათქვამი, იმდენად ჩაკეტილ სივრცეში მოხვდეს, რომ ყველამ დაიჯეროს და ვერავინ ვერ გაიგოს სად არის სიმართლე. სიმართლე არის სულ სხვა, ეს დასკვნა არის ძალიან სერიოზული და ასახავს ყველა იმ გაყალბების მეთოდებს, რაც ჩვენ აღვნიშნეთ ყველამ მანამდე. “