ჯეი დი ვენსი – უკრაინაში ომი მალე არ დასრულდება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, უკრაინაში ომი მალე არ დასრულდება.
„ეს არსად არ მიდის, ეს მალე არ დასრულდება“, – აღნიშნა ჯეი დი ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ახლა ყველაფერი რუსებსა და უკრაინელებზეა დამოკიდებული.
„ახლა, როდესაც თითოეულმა მხარემ იცის, რა პირობები აქვს მეორე მხარეს მშვიდობისთვის, ეს რუსებსა და უკრაინელებზე იქნება დამოკიდებული. მათზე იქნება დამოკიდებული, მიაღწევენ თუ არა შეთანხმებას და შეაჩერებენ თუ არა ამ სასტიკ, სასტიკ კონფლიქტს“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!