ჯეიკ სალივანი – აშშ ირანს ახალ სანქციებს დაუწესებს

შეერთებული შტატები, უახლოეს მომავალში, ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში -ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
ს წინააღმდეგ ირანის უპრეცედენტო საჰაერო თავდასხმის შემდეგ, პრეზიდენტი ბაიდენი კოორდინაციაშია მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, მათ შორის „დიდ შვიდეულთან“ და კონგრესის ლიდერებთან, ყოვლისმომცველი პასუხის გასაცემად. უახლოეს დღეებში, შეერთებული შტატები დააწესებს ახალ სანქციებს ირანის წინააღმდეგ, მისი სარაკეტო და უპილოტო პროგრამის ჩათვლით, ასევე ახალ სანქციებს ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის და ირანის თავდაცვის სამინისტროს მხარდამჭერი სუბიექტების წინააღმდეგ“, – განაცხადა სალივანმა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები მოელის, რომ ირანის წინააღმდეგ სანქციებს აშშ-ის მოკავშირეები და პარტნიორებიც უახლოეს მომავალში დააწესებენ.
მანამდე, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, ჯანეტ იელენმა ასევე განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია გამოიყენებს სანქციებს „ირანის რეჟიმის საზიანო და დესტაბილიზაციის გამომწვევი მოქმედების აღსაკვეთად“.