“ჯარი, მათი ლოგიკით, ასევე უნდა იყოს უცხოური გავლენის ორგანიზაცია – ლოგიკას ცდება” – აქუბარდია

დეპუტატი თეონა აქუბარდია “რუსულ კანონზე” საუბრისას, ამბობს:
არ შეიძლება იყოს ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დევნილებზე, საოკუპაციო ხაზით გაყოფილი ადამიანების უფლებებზე, ქალთა უფლებებზე და ზოგადად, დემოკრატიაზე მუშაობს, იყოს უცხოური გავლენის თუნდაც ორგანიზაცია და ეს ძალიან კარგად იცის „ქართულმა ოცნებამ“, რომ ამ კანონით დასავლეთს ეუბნებიან არას და საკუთრ ხალხს დასავლეთზე ეუბნებიან არას და ამტკიცებს საპირისპიროს.
კანონი არის რუსული იმიტომ, რომ ფინანსური მექანიზმის შემოწმება 6 თვეში ერთხელ არასამთავრობო ორგანიზაციების, საბოლოო ჯამში, აფერხებს ამ ორგანიზაციების მუშაობას იმგვარად, რომელიც ქართველი ხალხისთვის არის აუცილებელი და ჯარი, რომელიც სრულიად დასავლეთის მხარდაჭერით არის აშენებული, მათი ლოგიკით ასევე უნდა იყოს უცხოური გავლენის ორგანიზაცია, რაც თავისთავად ლოგიკას ცდება,“

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი კასიანოვი – ჩვენ ერთად უნდა ვუთხრათ „არა“ რუსულ კანონს, ერთად უნდა დავიბრუნოთ აგრესორი სახელმწიფოს მიერ დროებით ოკუპირებული საქართველოსა და უკრაინის სუვერენული ტერიტორიები!