ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამით 50-მა 18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტმა ისარგებლა.
ამის შესახებ მან კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„2023 წელს დაწყებულია ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ბავშვებისთვის ხარისხიანი და მაღალტექნოლოგიური მომსახურებები იფარება ისრაელის, თურქეთისა და ესპანეთის პარტნიორ 6 კლინიკაში. პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ისარგებლა ან მომსახურების პროცესშია, ჯამში, 50 პატარა პაციენტი“,- განაცხადა აზარაშვილმა.