სტრასბურგის სასამართლომ მთავრობას “გავრილოვის ღამით” დაშავებულთათვის 150 ათას ევროზე მეტის გადახდა დააკისრა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში გამართული საპროტესტო აქციის დაშლის საქმეზე ეფექტიანი გამოძიების ნაწილში დაადგინა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევა.
სასამართლოში წარდგენილი იყო 26 განმცხადებლის საქმე, რომლითაც ისინი ირწმუნებოდნენ, რომ დაზიანებები მიღებული ჰქონდათ გადამეტებული ძალის შედეგად, რაზე გამოძიებასაც არაეფექტურად მიიჩნევდნენ.
გარდა ამისა, მომჩივნები ევროპული კონვენციის მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) მე-11 (შეკრების თავისუფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევას ასაბუთებენ. ამ სასამართლომ თავის შეიკავა ამ მუხლების დარღვევის ცნობისგან.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ სახელმწიფოს რამდენიმე მომჩივნისთვის თანხის გადახდა დააკისრა.
გადაწყვეტილების თანახმად, პირველი, მე-6, მე-9 და მე-11 მომჩივანი აცხადებდა, რომ მათ მხედველობა ფაქტობრივად დაკარგეს 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად. ზიანის დაანგარიშების საფუძველზე, სახელმწიფოს დაეკისრა, 15 ათასი ევროს გადახდა:
· დავით ქურდოვანიძის
· მაკო გომურის
· გიორგი სულაშვილის
· ლექსო ჩანქსელიანის მიმართ
საქართველოს მთავრობას დაეკისრა 5 000 ევროს გადახდა
მერაბ ცაავას
ბესლან კმუზოვის
ზაზა სვანაძის
თამარ ბაღაშვილის
გვანცა ნემსაძის
ანა ვახტანგაძის
ნინო ხოზრევანიძის
თორნიკე კოშკაძის
გურამ მურადოვის
გიორგი ჭუმბურიძის
ეკატერინე აბაშიძის
გიორგი დიასამიძის
დავით შეყილაძის
დიმიტრი ფოჩხიძის
ირაკლი გიორგაძის
ნიკოლოზ შარვაშიძის
თეიმურაზ დიდბერაშვილის
ვახტანგ ბერიკაშვილის მიმართ.
მთავრობას ასევე დაეკისრა ნებისმიერი დამატებით ხარჯის ანაზღაურება, მათ შორის მომჩივანთა სამართალწარმოების ხარჯებისა და თითოეულის წარმომადგენლის მიმართ 6 000 ევროს ოდენობით.
2019 წლის ივნისში, როცა საქართველოში “მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის” სხდომა იმართებოდა, პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაიკავა ს დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა.
ამ ფაქტს საზოგადოების მღელვარება მოჰყვა და ათასობით ადამიანი შეიკრიბა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან. მაშინ აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დაშალეს.
2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოფიციალური მონაცემებით, 240 ადამიანი დაშავდა. მათ შორის – 30-ზე მეტი ჟურნალისტი. ორმა ადამიანმა რეზინის ტყვიებით მიყენებული ტრავმისგან თვალი დაკარგა. თვალისა და თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილემ. კლინიკებში გადაიყვანეს 80-მდე სამართალდამცველი.
გავრილოვის საქართველოში ყოფნის დროს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იყო ირაკლი , შს მინისტრი კი გიორგი გახარია. გახარიამ 2021 წელს დატოვა “ქართული ოცნება”.

ასევე დაგაინტერესებთ