ხონში, 16 წლის მოზარდი მოტოციკლით ელექტრობოძს შეეჯახა – ის კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა

ავტოსაგზაო შემთხვევას ხონის მუნიციპალიტეტში მსხვერპლი მოჰყვა. 16 წლის მოზარდი მოტოციკლს მართავდა, რა დროსაც ელექტრობოძს შეეჯახა.
არასწრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.
ავარიის შედეგად დაღუპული მოზარდი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდში მცხოვრებია.