„ხომ გამაგიჟეთ, ხომ მიწყევლეთ ამბიონებიდან შვილები… ჩემი ადამიანობის გამო, ვითმინე, გავჩუმდი, ხმა არ ამოვიღე…“ – რას წერს პეტრე კოლხი

დეკანოზი მის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს კიდევ ერთი პოსტით ეხმიანება.
„ხომ გამაგიჟეთ, ხომ მიწყევლეთ ამბიონებიდან შვილები და ოჯახი, ცხოვრება ხომ ჯოჯოხეთად გვიქციეთ, წლების მანხილზე ხომ ჯვარს გვაცვით, არასდროს გაჩერდით და დაწყნარდით…
ჩემი ადამიანობის გამო, ვითმინე, გავჩუმდი, ხმა არ ამოვიღე… ვიფიქრე, მიხვდებიან და გაჩერდებიან, მაგრამ უარესებს აკეთებენ…სხვას კომენტარის გამო საპატრიარქოში იბარებენ და უზიარებლობით ემუქრებიან, მე რომ ცხოვრება გამიმწარეს, ამაზე ჩუმდებიან…არ იმჩნევთ?!
მე შევიმჩნევ და მე მარტო ვეყოფი ყველა მოძალადეს, ბოროტს, კაცისმკვლელს, გარეწარს… მადლობა, რომ ეს გადაწყვეტილება მიმაღებინეთ!..“,-წერს პეტრე კოლხი.

ასევე დაგაინტერესებთ