სლოვაკეთი ამბობს, რომ კვალი ფიცოს მკვლელობის მცდელობისთვის მიდის რუსულ გასამხედროებულ დაჯგუფებებთან – ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ტვ პირველთან, პრემიერ–მინისტრის განცხადებას ეხმაურება და ამბობს:
სინამდვილეში, სლოვაკეთში სხვა რამეს ამბობენ, რომ კვალი იმ ადამიანის, რომელიც დაპატიმრებულია ფიცოს მკვლელობის მცდელობისთვის, მიდის რუსულ გასამხედროებულ დაჯგუფებებთან, ეს ოფიციალური ინფორმაციაა.
არავითარი კონსპირაციები საჭირო არ არის, სლოვაკეთში გამოძიებამ დაადგინა კვალიც, გაყვა მის წარსულს, თავის დროზე ის იყო ერთ-ერთი რუსული გასამხედროებული დაჯგუფების წევრი. აქ რაღაც კონსპირაციების ძებნა, რომ ვიღაც გლობალური ომის პარტიაა, ან შეიძლება თვლის, რომ ს გლობალური ომის პარტიის სათავეში და ამდენი ხანი გვიმალავდა და მაშინ გვითხრას და ყველაფერი ნათელი გახდება.
თავისთავად ეს განცხადება ვფიქრობ, რომ სრულიად სხვა დონეა სიგიჟის, ქვეყნის ყველანაირი რაციონალური რელსიდან აცდენის და ეს განცხადება ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ პირველად ოფიციალურად გააკეთა კავშირი, რომ გლობალური ომის პარტია ეს არის ევროკავშირი და მისი კომისრები.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკის სამინისტრო გერმანიაში საქართველოს მთავრობის მიერ სუბსიდირებული ავიაბილეთებით ფეხბურთის ქართველ გულშემატკივართა პირველი ჯგუფის გამგზავრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გიგა შუშანია – ტურიზმის საინფორმაციო ცენტრმა, რომელსაც ქუთაისის მერია აფინანსებს, ჯერ 50 ათასი ლარი დახარჯა გაურკვეველი სლოგანის შექმნისათვის და ახლა 115 ათასი ლარად შექმნეს აპლიკაცია – ეს არის ქუთაისელთა შეურაცხყოფა