ხობის საკრებულოში ენმ 11-დან 10-მა დეპუტატმა დატოვა

ხობის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის 11 დეპუტატიდან 10-მა პარტია დატოვა, იტყობინება გვერდი „ძალა ერთობაშია“, რომელსაც პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ს გუნდი მართავს.
დეპუტატებმა თავიანთი გადაწყვეტილების მიზეზად პარტიაში მიმდინარე პროცესები – „არაჯანსაღი მოვლენები“ დაასახელეს. მათი განცხადებით, პარტია ასცდა იმ იდეას, რომლის გარშემოც ისინი იყვნენ გაერთიანებულნი.
„ნაციონალური მოძრაობიდან ხობის საკრებულოს თერთმეტი წევრიდან, ათმა და რაიონული ორგანიზაციის მებრძოლ ადამიანთა სრულმა უმრავლესობამ გადავწყვიტეთ, წერტილი დავუსვათ ამ ყველაფერს და დავტოვოთ პარტია“, – თქვეს მათ ბრიფინგზე.
დეპუტატების მოსაზრებით, „არაჯანსაღი მოვლენების“ შედეგი პარტიაში ღირსეული ადამიანების გვერდზე გაწევაც გამოიწვია.
ხობის საკრებულოს დეპუტატები არ არიან პირველნი, ვინც ბოლო დღეებში „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. ასევე მოიქცნენ ზუგდიდისა და ჭიათურის საკრებულოებში წარმოდგენილი დეპუტატებიც.
რამ, როგორ და ვინ გამოიწვია კონფლიქტი „ნაციონალურ მოძრაობაში“, წაიკითხეთ „ნეტგაზეთის“ სტატიაში:
· კონფლიქტი „ნაციონალურ მოძრაობაში“ | მარტივად ახსნილი

ასევე დაგაინტერესებთ

ჯანმო – საქართველო სიმსუქნის მაღალი გავრცელების მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორისაა – 10 ზრდასრული ადამიანიდან 6-ზე მეტი ჭარბწონიანია, მათ შორის 3 – მსუქანი – აუცილებელია სიმსუქნის პრევენციისა და კონტროლის სახელმწიფო პოლიტიკა