ხობის მუნიციპალიტეტის ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში, 9 აპრილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება

ხობის მუნიციპალიტეტის ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში, 9 აპრილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სოფელ ბიაში გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბუკია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ლუდუკ ხასია და მერის პირველი მოადგილე, რევაზ ზაქარაია გაეცნენ.
„პროექტის შესაბამისად დაიგება ბეტონის საფარი, მოეწყობა რკინა-ბეტონის კიუვეტები. დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და ხელოვნური საგზაო ბარიერები.
პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 1 640 113 ლარს შეადგენს, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.