ხობის მერია – დავით ბუკიას ინიციატივით გობელენის ნამუშევრების რესტავრაცია განხორციელდა

ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას ინიციატივით და მხარდაჭერით, ხობის კულტურის სასახლეში დაცული გობელენის ნამუშევრების რესტავრაცია განხორციელდა.
„გობელენები მეოცე საუკუნის 90-იან წლებში ხობის კულტურის სასახლეში გაჩენილი ხანძრისა და დროის ზემოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული.
ნამუშევრების აღდგენაზე საქართველოს ხელოვნების სასახლის მეცნიერ-თანამშრომელმა, რესტავრატორმა ნათია ქულუაშვილმა იმუშავა. ერთ-ერთი გობელენი, რომლის ზომები 9,80 Х 2,95 მეტრია, ასახავს ცნობილ მითს არგონავტების შესახებ. ნამუშევრები ხობის კულტურის სასახლის ფოიეშია გამოფენილი და მისი დათვალიერება 23 იანვრიდან იქნება შესაძლებელი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – დონალდ ტრამპის ერთი პროტოკოლური წერილით არ და ვერ გადაიტვირთება დაზიანებული ურთიერთობები აშშ-თან, რაც ივანიშვილის რეპრესიულმა პოლიტიკამ გამოიწვია – იმედგაცრუება, რომელიც არსებობს ვაშინგტონში, არ გამქრალა

ელენე ჯაფარიძე: ვეჩვევევით ძალადობას. ბავშვის გაუპატიურება ერთი დღის ამბავი ხდება. რამდენიმე საათიანი აღშფოთების. რამდენიმე პოსტი. რამდენიმე კომენტარი. და მერე ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება

ნიკოლოზ ლოლაძე: ათობით მილიონის საქონელი დაიწვა Wildberries საწყობებში. საქართველოშიც, თუკი ვინმეს რამე გამოწერილი აქვს და ტვირთი რუსეთიდან უნდა ჩამოსულიყო, ვეღარც ამ საქონელს და ვერც გადახდილ ფულს ვერ მიიღებს