“ხვიჩას და კიმის დონის ფეხბურთელებს ასეთ ფასად ვეღარ შეიძენენ – “კვარას” გასული სეზონის გაუმჯობესება შეუძლია” – იტალიური მედია

“ნაპოლის” საკუთარ მოედანზე “ფროზინონესთან” ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, ნეაპოლური გუნდის მომავლის შესახებ იტალიურ მედიაში წერილები გამოქვეყნდა.
“გაძეტა დელო სპორტი” აღნიშნავს, რომ კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს გასული წლის ზაფხულში ძალიან გაუმართლა, როდესაც და კიმ მინ ჯე დაბალ ფასში შეიძინა, მაგრამ ასეთი რამ ყოველთვის არ მოხდება, რისი დასტურიც ნათანის და იესპერ ლინდსტრიომის წარუმატებელი ტრანსფერებია, თუ სურს გუნდმა კვლავ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს, დიდი ფულის დახარჯვა მოუწევს, პირველ რიგში კვალიფიციური მცველების დამატება მართებს და ყველაფერი თავიდან კარგი მწვრთნელის მიწვევით უნდა დაიწყოს.
გაძეტა
დელო სპორტის” აზრით, “ნაპოლის” ახალი გუნდის აშენება სამი ფეხბურთელის – კვარაცხელიას, სტანისლავ ლობოტკას და მატეო პოლიტანოს გარშემო მოუწევს, რომელთაც დაამტკიცეს, რომ გუნდის ცუდი სეზონის მიუხედავად, როგორც ტექნიკურად ასევე ფიზიკურად ისინი გამორჩეულები არიან.
Spazionapoli-ს მტკიცებით, “კვარა” “ნაპოლის” ლიდერი გახდება და სტატისტიკური მონაცემებით ირწმუნება, რომ არავითარ რეგრესს არ განიცდის: “ბევრი შეიძლება ფიქრობს, რომ ქართველი გასული სეზონის დონეზე ვერ თამაშობს, თუმცა ციფრები არ ტყუიან: წინა ჩემპიონატთან შედარებით მხოლოდ 2-ით ნაკლები გოლი გაიტანა, 4-ით ნაკლები საგოლე გადაცემა გააკეთა და შეუძლია შარშანდელი შედეგი გააუმჯობესოს კიდეც. მისი შენარჩუნება რთული, მაგრამ შესაძლებელია და “ნაპოლიმ” იცის, როგორი არაჩვეულებრივი ტალანტი ჰყავს”.
ხაზგასმულია, რომ კვარაცხელია ყველა მოქმედებით სერია A-ში ახლაც საუკეთესოა და ანალიტიკური საიტების შეფასებები ამას ადასტურებენ.