“ხელმოცარულები… ელჩს მოეთხოვოს პასუხი” – ზარქუა

გუშინ, 23 აპრილს, ევროპარლამენტში პლენარულ სესიაზე, სანქციების დაწესების მოთხოვნის ფარგლებში პირველად გაჟღერდა პოლიციის მაღალჩინოსნების სახელები. პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროკომისიას მოუწოდა, სანქციები დაუწესდეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, “ხარებას” – ზვიად ხარაზიშვილსა და თბილისის პოლიციის უფროსს, ვაჟა სირაძეს. ხარაზიშვილი ახსენა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამაც.
დღეს “ოცნების” დეპუტატმა, მ საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვა ლიეტუვის ელჩი დაიბაროს აუსტრევიჩუსის განცხადების გამო.
“ბუნებრივია არავინ სანქციას არ დაუწესებს, ეს არის მორიგი, რა ვიცი, ენას ძვალი არ აქვს ამათზეა ნათქვამი. კუბილიუსი და ის დანარჩენები კიდევ ხელმოცარულები რას იტყვიან მიკროფონთან, ესე იგი 6 კაცი, ხომ ნახეთ, ცარიელ დარბაზში შეიკრიბნენ 5 თუ 6 ევროპარლამენტარი, რომელიც არის ამ მწვალებელთა პარტიის ლობისტები და პარტნიორები და არა სახელმწიფოსი, ეს ხომ გამოჩნდა. მინდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ვთხოვო, ლიეტუვის ელჩი დაიბაროს და კონკრეტულად მოსთხოვოს პასუხი იმ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, რაც მათმა ევროპარლამენტარმა გააკეთა ჩვენი სამართალდამცავების მიმართულებით”

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი