ხატია დეკანოიძე – ყველამ ერთად ისევ ძალების საბოლოო მობილიზაცია უნდა მოვახდინოთ და ყველაზე დიდ ბოროტებას – ივანიშვილის პარტია „ქართულ ოცნებას“ დავუპირისპირდეთ

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ „ქართულ ოცნებას“ ჩვენი ქვეყნის უკან სვლის საშუალება არ მივცეთ – ყველამ ერთად ისევ ძალების საბოლოო მობილიზაცია უნდა მოვახდინოთ და ყველაზე დიდ ბოროტებას – ივანიშვილის პარტია “ქართულ ოცნებას“ დავუპირისპირდეთ, – ეს განცხადება პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ გააკეთა.
დეკანოიძის შეფასებით, “ქართული ოცნება“ “რუსული კანონის” შემობრუნებით რუსული ტიპის მმართველობას აბრუნებს.
“როგორც არ უნდოდეთ გენდერული კვოტირების გაუქმება, ჩვენ კვლავ აქა ვართ! მნიშვნელოვანია ვიდგეთ ჩვენი ქვეყნის მომავლის სადარაჯოზე“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პროექტი პარლამენტში ზუსტად იგივე ტექსტით დაინიცირდება, როგორიც შარშანდელი კანონპროექტი იყო. მისივე თქმით, ერთადერთი განსხვავება იქნება ის, რომ ტერმინი “უცხოური გავლენის აგენტი“ ტერმინით “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“ ჩანაცვლდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია „მოსკოვის მექანიზმის“ მისიის ანგარიშზე – დასკვნა იმაზე უფრო მძიმეა, ვიდრე მოსალოდნელი იყო – ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის, ძალიან სერიოზული საგამოძიებო დოკუმენტი

შსს – კახეთში მამაკაცს თანხის გამოძალვის მიზნით პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა – დაკავებულია ორი პირი