ხატია დეკანოიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე – თუ უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ ხელების გადაგრეხის პრინციპით მიიღოს, ეს იქნება ევროინტეგრაციის შეჩერების ძალიან მძიმე საფუძველი

თუ უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ ეს კანონპროექტი ხელების გადაგრეხის პრინციპით მიიღოს, ეს იქნება ევროინტეგრაციის შეჩერების ძალიან მძიმე საფუძველი, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, გუშინ პარლამენტის წინ უამრავი ადამიანი გამოვიდა, ვინც კონკრეტულად დააფიქსირა, რომ საქართველო, ს სურვილისამებრ, არასდროს გახდება ს ნაწილი.
„გუშინ ჩვენ ვნახეთ უამრავი ადამიანი გამოსული საქართველოს პარლამენტის წინ, ვინც ძალიან რეალურად, კონკრეტულად დააფიქსირა ის, რომ საქართველო არასდროს გახდება ბიძინა ივანიშვილის სურვილისამებრ, რუსეთის ნაწილი. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონპროექტი გაიწვიონ, იმიტომ, რომ თუ ამ კანონპროექტის გაწვევა არ მოხდება და უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ ეს კანონპროექტი ხელების გადაგრეხის პრინციპით მიიღოს, მაშინ ეს იქნება ევროინტეგრაციის შეჩერების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძალიან მძიმე საფუძველი,“ – განაცხადა დეკანოიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი