სულ მცირე, შვიდი ადამიანი ემსხვერპლა გასულ ღამით რუსების მხრიდან ხარკოვზე დრონებით თავდასხმას. მათ შორის სამი ბავშვია – ჩვილი, 4 და 7 წლის ბავშვები. ინფორმაციას, ხარკოვის ოლქის გუბერნატორ ოლეგ სინიეგუბოვზე დაყრდნობით, BBC ავრცელებს.
ბენზინგასამართი სადგურის აფეთქების შემდეგ, ცეცხლი რამდენიმე სახლს მოედო. Ukrainska Pravda-ს ცნობით, 15-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა თქვა, რომ რუსული აგრესია მათი ქალაქის მიწასთან გასწორებას ცდილობს.
“მაგრამ ჩვენ ამას გადავლახავთ, ჩვენ გავიმარჯვებთ!” – თქვა ტერეხოვმა შემთხვევის ადგილიდან ჩართვისას.
ქალაქზე შეტევა რუსმა ოკუპანტებმა 10 თებერვლის ღამეს მიიტანეს. შეტევის შედეგად, ცეცხლმა 3700 კვადრატული მეტრის ფართობი მოიცვა. 50 ადამიანის, მათ შორის, ორი ბავშვის ევაკუირება მოხერხდა.
