ხაზი გავუსვი უკრაინისადმი ჩვენი გრძელვადიანი მხარდაჭერის მნიშვნელობას | კალასი ორბანს ესაუბრა

ს პრემიერმინისტრი, კაია კალასი უნგრეთის პრემიერმინისტრ, ვიქტორ ორბანს ესაუბრა. სოციალურ ქსელში კალასი წერს, რომ სატელეფონო საუბრისას განიხილეს უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის ევროკავშირის საზღვრების უსაფრთხოება.
“ევროპული საბჭოს სამიტის წინ მე ხაზი გავუსვი უკრაინისადმი ჩვენი გრძელვადიანი მხარდაჭერის მნიშვნელობას. ევროკავშირის გაფართოება ასევე არის ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა”, – წერს კალასი.
Called Prime Minister of Hungary @PM_ViktorOrban.

Discussed our joint security concerns, including EU border security.

In the run-up to #EUCO, I stressed the importance of our continued long-term support to Ukraine.

EU enlargement is also our defence and security policy. pic.twitter.com/To7sEHClRj— Kaja Kallas (@kajakallas) December 6, 2023
ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერმა დეკემბრის შუა რიცხვებში უნდა გადაწყვიტოს, მიიღონ თუ არა ევროკომისიის რეკომენდაცია, დაიწყონ თუ არა სთან მოლაპარაკებების ეტაპი. ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება მოითხოვს ბლოკის 27 წევრის ერთსულოვნებას, რომლის მთავარ პოტენციურ დაბრკოლებად უნგრეთი განიხილება. ორბანმა არაერთხელ განაცხადა, რომ უნგრეთი არ დაუჭერს მხარს კომისიის წინადადებას მისი დღევანდელი ფორმით.