ხავიმ “ბარსელონას” დატოვება გადაიფიქრა – რა მოხდა ლაპორტასთან სახლში შეხვედრაზე?

“ბარსელონას” მწვრთნელმა ხავიმ გუნდის დატოვება გადაიფიქრა, – ამის თაობაზე ინფორმაციას კატალონიური “სპორტი” ავრცელებს.
გამოცემა იტყობინება, რომ კლუბის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ საკუთარ სახლში სპორტული დირექტორი დეკო და ხავი მიიწვია და ის კონტრაქტის ამოწურვამდე, ანუ 2025 წლის ზაფხულამდე დარჩენაზე დაიყოლია.
ელ კლასიკოში მარცხის შემდეგ “ბარსასთან” დაახლოებულმა ჟურნალისტმა ჟერარ რომერომ “ტვიტერზე” დაწერა, რომ ხავი იმ შემთხვევაში დარჩებოდა, თუ შემადგენლობის გაძლიერების გარანტიას მიიღებდა, რაც ბევრმა არასერიოზულად აღიქვა.
ხავიმ იანვარში განაცხადა, რომ ივნისში “ბარსელონას” დატოვებდა, რის შემდეგაც გუნდმა 13-მატჩიანი წაუგებელი სერია ჩაატარა, მერე კი ჩემპიონთა
ლიგიდან გამოვარდა და “რეალთან” მარცხი განიცადა. ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ “ბლაუგრანას” თავკაცმა დანი ოლმოს, ბერნარდო სილვას და გამოცდილი საყრდენი ნახევარმცველის დამატება მოითხოვა, რომელთა შესაძენად ჯერ ფული არ აქვთ, თუმცა იმედი აქვთ, რომ იან.

ასევე დაგაინტერესებთ