“ნაპოლი” და კონტე საბოლოოდ ჩაიშალა – დე ლაურენტისს ახალი ფავორიტი ჰყავს

“ნაპოლისა” და ანტონიო კონტეს შორის მოლაპარაკებები ჩაიშალა. Sky Sport-ის ცნობით, გამოცდილ იტალიელ სპეციალისტს სამუშაოდ დაბრუნება ინგლისში სურს და წინადადებას “ჩელსისგან” ელოდება.
გამოცემის ინფორმაციით, ამჟამად “პარტენოპეის” ჩაბარებასთან ყველაზე ახლოს “მილანის” თავკაცი სტეფანო პიოლია. მოგეხსენებათ, სეზონის დასრულების შემდეგ “როსონერი” სტეფანოს გაათავისუფლებს.
დე ლაურენტისს “ფიორენტინას” ამჟამინდელი დამრიგებლის ვინჩენცო იტალიანოს ვარიანტიც ხიბლავს, თუმცა კინოპროდიუსერი ჯერჯერობით პიოლისთან მოსალაპარაკებლად ემზადება.